01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეები" ჭოველიძის ქუჩის ბოლოში არსებული ტერიტორიების გასხვისებას აპროტესტებენ

თბილისში, ჭოველიძის ქუჩის ბოლოში არსებული ტერიტორიების გასხვისებას აპროტესტებენ პარტიზანი მებაღეები. მათი თქმით, ინვესტორები აქ მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ, რაც დაუშვებელია.

პარტიზანი მებაღეების მტკიცებით, პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასაც დააზარალებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სკვერის მოწყობა დაიწყეს, ადგილი დაასუფთავეს და ხეხილი დარგეს. გარდა ამისა პარტიზანი მებაღეები პლასტმასის ბოთლების ჩაბარების პუნქტის გახსნასა და ამ ბოთლებისგან სათბურის აშენებას გეგმავენ.

„ქედზე, მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა არის ქალაქგეგმარებით გაუმართლებელი. მანქანების ნაკადს ვერ აუვა ეს ვიწრო ქუჩა,“ - აღნიშნა ნატა ფერაძემ.

დღის ამბები