01 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ვინ არიან გოთები და შესაძლოა თუ არა ამ მიმდინარეობას კავშირი ჰქონდეს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობასთან

პოსტსკრიპტუმი გოთების ისტორიით დაინტერესდა, რასაც თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა უკავშირდება. ქართველი გოთები საკუთარ პრობლემებსა და მიზნებზე საუბრობენ. მათ აქვთ საკუთარი ლექსები, მუსიკა და სამყარო, რომლითაც სხვადასხვა საკითხებს აპროტესტებენ.

გოთური მუსიკის სამშობლოდ ბრიტანეთი, კერძოდ კი ლონდონური კლუბი ბეთქეივი ითვლება. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოსა და ოთხმოციანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ რაც პოსტ-პანკური ჟანრი დაღმასვლას განიცდიდა, სწორედ ამ კლუბში იკრიბებოდნენ შემსრულებლები, რომელთა მუსიკაც განსხვავებულად ჟღერდა.

გოთური სუბკულტურის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი მე-20 საუკუნის -30 იანი წლების შავთეთრმა ჰოლივუდურმა კინომ ითამაშა. 80-იანი წლების ბოლოს ის ქართული ანდერგრაუნდის ერთ-ერთ გავლენიან დინებად იქცა.

ევროპული საზოგადოება გოთური სუბკულტურის მიმართ ტოლერანტულია, განსხვავებით ქართულისგან.  შავი სამოსის, გამომწვევი მაკიაჟისა თუ უცნაური აქსესუარების გამო ისინი როგორც წესი სატანისტებად, ან რომელიმე ოკულტური სექტის წევრად ინათლებიან და ქართული საზოგადოების მხრიდან მორალურ თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები