01 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ლილუაშვილების გასაჭირი - 4 მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის პრობლემა უსახლკარობა და მათი გამოკვებაა

ყველა ბავშვს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან საკვებით, ტანსაცმლით და საცხოვრებლით, თუმცა ლილუაშვილების ოჯახში მცხოვრებ 4 მცირეწლოვან ბავშვს უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.

ლილუაშვილების 6 სულიანი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. დანგრეული სახლისგან გადარჩენილი მასალით, ოჯახის უფროსმა ფიცრული შეკრა, სადაც მოზარდებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ოჯახის ერთ-ერთი საზრუნავი ბავშვების გამოკვებაცაა. შეიძლება ერთი კვირა ისევ გავდეს, რომ ოჯახს საჭმელად არაფერი ჰქონდეს.

ოჯახზე 400 ლარიანი დახმარება მთლიანად ვალის გასტუმრებას ხმარდება, ხშირად ეს თანხა არც ვალს ჰყოფნის და არც ბავშვების კვებას. ლილუაშვილებისთვის ყველაზე რთული პერიოდი სწორედ ახლა, ზამთარში იწყება.

სახლის გასამართად და დახმარების სათხოვნელად ლილუაშვილებმა რამდენჯერმე მიაკითხეს ბაღდათის რაიონის გამგეობას, თუმცა მათი გასაჭირით ჯერ არავინ დაინტერესებულა.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები