01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
7 თვეში რაგბიში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელია

საქართველოში 7 თვეში რაგბიში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, ამისათვის კი სპეციალური ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას და მოეწყოს სტადიონები. ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული, მათ ნაწილი კი კითხვის ნიშნებს ბადებს. 

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩემპიონატისთვის უკვე სამუშაოები დასრულებული თუ არა და დაწყებული მაინც უნდა იყოს, სოფელი ქვემო ლისია. გრიგოლის ჭაობში ჩასასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო, აქ გზაც კი არ არის დაგებული. 

ჩემპიონატის ჩატარების უფლება კი საქართველომ წელიწადნახევრის წინ მოიპოვა და აიღო ვალდებულება ღონისძიებას ახალი რაგბის მოედნებით დახვედროდა.  ქვემო ლისში კი 2 სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. 

ავტორი:ლაშა კვესელაძე.

 

დღის ამბები