01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა

ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დამცავი საფარი მოეწყო და აშენდა რკინა-ბეტონის კედელი.

საბოლოოდ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ტერიტორია თბილისის მერმა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ერთის მხრივ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებით ძალიან საინტერესო სივრცე შეიქმნა, თუმცა ამით არ მთავრდება მდინარე ვერეს ხეობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოები. მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები გაგრძელდება მის სხვა ნაწილებში. გაზაფხულზე ამას მოჰყვება ასევე მზიურის კეთილმოწყობის სამუშაოები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები