01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
ბოლო 60 წლის განმავლობაში დღეს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება

ბოლო 60 წლის განმავლობაში დღეს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება. ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ჩვეულებრივზე 14 პროცენტით დიდი ზომის და 30 პროცენტით კაშკაშა გამოჩნდება. ე.წ. სუპერ მთვარე უკვე ნახეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში. ბოლოს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს 1948 წელს იყო.

მომავალში კი ეს 2034 წლის 25 ნოემბერს მოხდება. მთვარის ორბიტა ელიფსის ფორმისაა და მანძილი დედამიწასა და თანამგზავრს შორის არ არის მუდმივი. სუპერ მთვარის ხილვა დღეს საღამოს საქართველოშიც შესაძლებელია. 

დღის ამბები