01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
"იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" - გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 80-მდე კოსტიუმი, რომელიც იტალიაში შეიქმნა და მსოფლიო მოდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, პირველად საქართველოში ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება.

კოლექცია თბილისში 10 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიოში აღიარებული მოდელების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი კოსტიუმები თბილისში ერთ სივრცეში პირველად გამოიფინება. მათ შორის ჯორჯიო არმანის ლეგენდარული საღამოს კოსტიუმი, რომელიც 1991 წელს კლაუდია შიფერმა მოირგო. ასევე, რობერტო კავალის კაბა, რომელიც ჩვენებაზე სინდი კროუფორდს ეცვა. ფენდის ლეოპარტის ტყავის ქურთუკი, რომელიც სოფი ლორენის ფავორიტი მოდელია. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვერსაჩეს ნამუშევრებიც იქნება. 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი. 

დღის ამბები