01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
გადაიხედება თუ არა ნატო-სა და ევროპის თანამშრომლობა - ევროპელი ლიდერები ტრამპის პირველ ნაბიჯებს ელიან

ევროპელი ლიდერები და ნატო-ს ხელმძღვანელობა ამერიკის პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის განცხადებას ელოდებიან. წინასაარჩევნო გამოსვლებიდან გამომდინარე შეკითხვა, მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ბევრია. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პირველმა პირმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია. 

"ახლა არ არის დრო, რომ ამერიკამ უარი თქვას ნატო-ზე და მარტო დატოვოს ევროპა გამოწვევების წინაშე" - იენს სტოლტენბერგი წერილში დონალდ ტრამპის სახელს და გვარს არ ახსენებს, მაგრამ საუბრობს იმ არგუმენტებზე, რატომ ვერ გაუმკლავდებიან უსაფრთხოების რისკებს ამერიკა და ევროპა ცალ-ცალკე.

იენს სტოლტენბერგი წერილში ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლსაც ახსენებს - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ეს მუხლი ნატო-მ პირველად 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ აამოქმედა. მუხლი ეჭვქვეშ ირიბად ტრამპმა წინასაარჩევნო განცხადებების დროს დააყენა.

რას იზამს დონალდ ტრამპი ნატო-სთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია, სკეპტიკოსების ერთგვარ შიშსა და გაურკვევლობას ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები იწვევს. ევროპელი ლიდერები ტრამპის პირველ ნაბიჯებს ელიან.

ევროპისა და ამერიკის ანალიტიკურ ცენტრებში მიაჩნიათ, რომ ტრამპის განცხადებები, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებითაც წინასაარჩევნო პოპულიზმზე იყო გათვლილი.

რას უპასუხებს ნატო-ს გენერალურ მდივანს დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტის რანგში ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: სოფო ზურაბიანი. 

დღის ამბები