01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი - ზაჰესის მოსახლეობა თითქმის 2 წელია ხიდის აშენების მოლოდინშია

რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი, ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი და დაუსრულებელი მშენებლობა - ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის დაწყების დღიდან ადგილობრივებს ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად დამატებით ათობით კილომეტრის გავლა უწევთ. ახალი, დაახლოებით 150 მეტრიანი ხიდის გახსნის მოლოდინში კი უკვე თითქმის 2 წელი გავიდა.

ზაჰესის ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერიამ მშენებელ კომპანიას 2 მილიონ ლარამდე თანხა წინასწარ ავანსად ჩაურიცხა, თუმცა კომპანია ხიდმა პირობა ვერ შეასრულა, სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით მშენებელი დააკავეს. სამუშაოების გასაგრძელებლად ხელახალი ტენდერი გამოცხადდა, ამის მიუხედავად მშენებლობის დასრულება მაინც ვერ მოხერხდა, ნარმანიას უწყებამ კიდევ ახალი კომპანიის ძებნა განაგრძო.

ამჯერად ხიდის დასრულების პასუხისმგებლობა კომპანია ენსისიმ აიღო, ამ კომპანიას 75 დღე დარჩა იმისთვის რომ ზაჰესელებმა ხიდზე გადაადგილება შეძლონ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები