01 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
მოძრაობა "თეთრი ხმაური" შსს-ს ქმედებებს აპროტესტებს

მოძრაობა თეთრი ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ გვიან ღამით მათი კიდევ ერთი წევრი, გიორგი კიკონიშვილი ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

მოძრაობის წევრები მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ და საჭიროების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მანამდე, თეთრი ხმაურის აქტივისტი და ერთ-ერთი ღამის კლუბის მენეჯერი, თანამშრომელებთან ერთად პოლიციამ ქუთაისის აეროპორტში, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავა. მას შემდეგ რაც ნარკოტიკების კვალს ვერ მიაგნეს, ისინი გაათავისუფლეს.

დღის ამბები