01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ნატო-საქართველოს სწავლება 2016" აქტიურ ფაზაში გადადის

ნატო-საქართველოს სწავლება 2016 აქტიურ ფაზაში გადადის. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

ნატო-საქართველოს სწავლება 2016 ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა და მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები