01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
ბიზნესმენი დავით ძოწენიძე ხელისუფლებას Mercedes Bens წილის წართმევაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი დავით ძოწენიძე ხელისუფლებას Mercedes Bens წილის წართმევაში ადანაშაულებს. საქართველოს წარმომადგენლობის 20 პროცენტიანი წილის მფლობელს ბიზნესი კახი ასათიანის ოჯახთან ერთად ქონდა.

სასამართლო დავა ყოფილ პარტნიორებს შორის 2008 წლიდან დაიწყო და 2015 წლამდე სასამართლოს ყველა ინსტანციამ გადაწყვეტილება ძოწენიძის სასარგებლოდ მიიღო. თუმცა, ვითარება 2016 წლიდან შეიცვალა, საქალაქო სასამართლოს იმავე მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმეზე ერთხელ უკვე ქონდა გადაწყვეტილება მიღებული სრულიად საპირისპირო ვერდიქტი გამოიტანა და ძოწენიძის 20 პროცენტი ასათიანებს მიაკუთვნა.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, სადაც 5 სარჩელი ერთიდაიმავე კოლეგიამ განიხილა. დავით ძოწენიძე მართლმსაჯულების ცვლილებას ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მისი წილი მაკა ასათიანს სწორედ მაესტროს სანაცვლოდ მიაკუთვნა.

„ეს არის ახალი მეთოდი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო ბიზნესმენებთან ერთად, ამ მეთოდის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მე გავხდი, ღამის ნოტარიუსები მორჩილი მოსამართლეებით შეიცვალა. ხელისუფლებამ მაესტროს თემასთან დაკავშირებით ასათიანების ოჯახთან ფარული გარიგება მოახდინა და მე ბიზნესი წამართვეს,“- განაცხადა დავით ძოწენიძემ.

 

 

 

დღის ამბები