01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
ამას ვხედავთ, როგორც ზეწოლას მოძრაობაზე და დაშინების პოლიტიკის მცდელობას - ბექა წიქარიშვილი ქუთაისში დაკავებაზე

გუშინ ქუთაისის აეროპორტში 5 ახალგაზრდა ქალის დაკავების ფაქტზე მოძრაობა თეთრი ხმაურის ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, საუბრობს და აქვე  იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ და რაში ადანაშაულებს მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„შსს-ს ქმედებები ემყარებოდა მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაცია, რაც აბსურდია. შეუძლებელია მცდარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანი 6 საათის განმავლობაში ამოყოფო შეურაცხმყოფელი პროცედურებზე,“ - აცხადებს წიქარიშვილი.

ბექა წიქარიშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდისგან იყო დაპირება, რომ გადაიდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, თუმცა როგორც წიქარიშვილია მბობს, ჩანს, რომ პრაქტიკაში ცვლილებები არ არის.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა.

„ბოლო ორი კვირაა, ძალიან ბევრმა შემთხვევამ მოიყარა თავი ჩვენს მოძრაობაში და გუშინდელი ფაქტი კი იყო ამის ლოგიკური გაგრძელება და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც ზეწოლას მოძრაობაზე, და დაშინების პოლიტიკის მცდელობას ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებზე,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გუშინ მომხდარ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები