01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
პრაქტიკულად არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი - კობა ნარჩემაშვილი

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, კობა ნარჩემაშვილი, ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი, ხშირ შემთხვევაში მის ბრუნვასაც უწყობს ხელს.

„პრაქტიკულად არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ნარკოტიკების მომხმარებელი იმავდროულად, როგორც წესი, არის ხოლმე მისი ხშირ შემთხვევაში გამსაღებელი, რაც არ გულისხმობს, მარტო გაყიდვას, გადაცემასაც გულისხმობს, არის ხოლმე გადამზიდავი. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. მსუბუქი ნარკოტიკი პრაქტიკულად არ არსებობს,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

დღის ამბები