01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ახალი კადრები ქართულ არმიაში - თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამხედრო ექსპერტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამხედრო ექსპერტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია - ლევან იზორიამ გენშტაბის უფროსის მოადგილის თხოვნა დააკმაყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, მათ დანიშვნას ხელი მოაწერა. ნინუამ საჰაერო ძალების სარდლობა ჩაიბარა, ცაბაძემ კი - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის თანამდებობა.

შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალოვანი უწყება საჰაერო ძალებში რეფორმებს, შესაბამისი დაფინანსების გარეშე ვერ განახორციელებს. ხიდაშელი უკმაყოფილოა ლევან იზორიას საკადრო პოლიტიკითაც.

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ სამხედრო ექსპერტებსაც.

დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ საჰაერო ძალებში დანიშნული ოფიცრების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე უწყება მოკვლევას იწყებს.

საჰაერო ძალები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია შეიარაღებულ ძალებში, ახალი შეიარაღების შეძენას და გაძლიერებას უკვე წლებია, ელოდება. თუმცა ამ დრომდე ქართველი სამხედროები კვლავ ძველი საფრენოსნო საშუალებებით სარგებლობენ.

 

 

ავტორი: დავით კაკულია 

დღის ამბები