01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - 23%-ით გაზრდილი პრობლემური სესხები

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეს პროცესი კი განსაკუთრებით პრობლემებს იმ მოქალაქეებს უქმნით, რომელსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ასეთი საქართველოში სულ ნახევარი მილიონი ადამიანია. ცნობილია ისიც, რომ გაზრდილია პრობლემური სესხების, ანუ კრედიტების რაოდენობა, რომლის დაფარვასაც მსესხებლები ვეღარ ახერხებს. წინა პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 23%-ით გაიზარდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, გაიზრდება პრობლემური სესხების რაოდენობა.

ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება ფასებიც პროდუქტებზე. მოქალაქეები გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველადი მოხმარების საკვებს და მედიკამენტებს ასახელებენ.

ექსპერტების ნაწილმა გაზეთ რეზონანასთან დათვალა ისიც, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, შესაძლოა, 900 მილიონ ლარამდე გაიზარდოს ქვეყანაში გაცემული სესხების მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების გასტუმრება მაშინ, როდესაც, ამავე სპეციალისტების ინფორმაციით, ეს რიცხვი გასულ წელს 500 მილიონი ლარი იყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დოლარი, დაახლოებით, 20 თეთრით გაძვირდა. ოფიციალური გაცვილითი კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 50 თეთრს აღწევს, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და კერძო ბანკებში კი - 2.52 ლარს. უფრო მაღალია ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები