01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
მოძრაობა "თეთრი ხმაური" მათი აქტივისტების დაკავებისა დ ჩხრეკის ფაქტებს აქციით გააპროტესტებს

მოძრაობა თეთრი ხმაური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი, მათი აქტივისტების დაკავებისა და ჩხრეკის ფაქტებს გააპროტესტებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეცვალოს ნარკოპოლიტიკა.

მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი და მისი 5 მეგობარი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სამართლებრივ დავასაც გეგმავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ ქუთაისის აეროპორტში გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჯერ ადგილზე გაჩხრიკეს, შემდეგ კი ნარკოტიკის აღმოსაჩენად საავადმყოფოში ტომოგრაფია გადაუღეს.

დღის ამბები