01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
თუ პარლამენტი ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკას არ შეცვლის, გირჩი 31 დეკემბერს 23:59 საათზე საკუთარ ოფისში მარიხუანას დარგავს

ნარკოპოლიტიკის საკითხზე პოლიტიკურ გაერთინება გირჩში ბრიფინგი გაიმართა. ზურა ჯაფარიძემ პარლამენტსა და მთავრობას მიმართა.

„მივმართავთ მომავალ პარლამენტს და მომავალ მთავრობას, მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე შეცალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს ლეგალიზებული, მარიხუანას კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული იყოს. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს 2016 წლის 31 დეკემბერს 23 საათსა და 59 წუთზე, გირჩის ოფისში საჯაროდ პირდაპირ ეთერში ჩვენ გირჩის წევრები ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, გირჩი იბრძვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. ის მოქმედ  კანონმდებლობას "მავნებლურს" უწოდებს.

დღის ამბები