01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
მძღოლების შრომითი უფლებებზე სპეციალური კონფერენცია გაიმართა

მძღოლების შრომითი უფლებების დაცვის შესახებ კონფერენცია გაიმართა, სადაც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციასთან ერთად ფრიდრიხ ებერტის ფონდმა დოკუმენტური ფილმისა და კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო.

კონფერენციაზე სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარ მოხსენებებში მძღოლების შრომის უფლებებთან დაკავშირებით საკუთარი მოხსენება წარადგინეს.

"გამოიკვეთა მთავარი დარღვევები და პრობლემები, რაც მძღოლების სექტორშია, ისინი დებენ კონტრაქტს, რომლის შინაარსი ხშირ შემთხვევაში არ იციან, მუშაობენ მუდმივად შიშის ქვეშ, რომ დამქირავებელი კომპანია მათ გადასახადს გაუზრდიან, ასევე არსებობენ ე.წ. "ხიშნიკი" მძღოლები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი მართვის მოწმობა და მგზავრები კანონმდებლობის შეუსაბამოდ გადაჰყავთ,“- განაცხადა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა. 

დღის ამბები