01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
"რაც დახარჯა მოსახლეობამ, 100%-ს იხდის მერია, თვეში 106 ლარის ლიმიტის ფარგლებში“ - გელა ჩივიაშვილი

ოპოზიციის ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, სოციალური პროექტების დაფინანსება მომავალი წლიდან 29 მილიონი ლარით მცირდება, თბილისის მერიაში პასუხობენ. მუნიციპალიტეტში სოციალური ხარჯების შემცირებას ადასტურებენ, თუმცა მათ ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები აქვთ.

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულების, კომუნალური სუბსიდირების შემცირების გამო, რაც ახალი წესის შემოღებამ განაპირობა.

ახალი წესის მიხედვით, კომუნალური მომსახურებისთვის საჭირო თანხა ირიცხება არა სოციალურად დაუცველი, არამედ შესაბამისი ორგანიზაციების ანგარიშზე. გელა ჩივიაშვილის თქმით, მოსახლეობის მიერ დახარჯულ კომუნალურ გადასახადს მერია 100%-ით იხდის, თუმცა ეს გადახადა 106 ლარის ლიმიტის ფარგელბშია. 

“სუბსიდია არის 106 ლარი, 70 ათასი ქულის ქვევით მყოფი მოსახლეობისთვის. თუმცა, გადახდა მიმდინარეობს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით, ანუ, ადამიანმა თუ დაწვა 30 ლარი, მე როგორ გადავუხადო 100 ლარი. შესაბამისად, რაც დახარჯა მოსახლეობამ, 100%-ს იხდის მერია, თვეში 106 ლარის ლიმიტის ფარგლებში,“ - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

ავტორი: ეკო მაღრაძე 

დღის ამბები