01 ოქტომბერი 2024,   13:35
ვრცლად
ევროკომისია შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტებისთვის შესვლის ახალ რეგულაციებს აწესებს

ევროკომისია შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტებისთვის შესვლის ახალ რეგულაციებს აწესებს. იმ ქვეყნების მოქალაქეები, ვისთვისაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა მოქმედებს, საზღვარზე შესვლისას 5 ევროს გადაიხდიან.

ევროკავშირი ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის დანერგვაზე მუშაობს, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებას მოახდენს. ეს სისტემა ტერაქტების ფონზე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და კრიმინალში ეჭვმიტანილი პირების ევროკავშირში შესვლის აღკვეთას ითვალისწინებს.

გადასახდელი 5 ევრო სწორედ ელექტრონული სკანირების საფასურს წარმოადგენს. ევროკომისიის განცხადებით, ახალი რეგულაცია სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

დღის ამბები