01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
მხიარული ახალი წელი "გირჩისგან" - ულტიმატუმის ნიშნად "ცენტრი" მარიხუანას დარგვას გეგმავს

2017 წლის შესახევედრად ყველაზე მხიარული წვეულება გირჩის ოფისშია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანა დაირგოს. ეს ულტიმატუმის პირობაა.

პოლიტიკური ცენტრი ახალ წლამდე მარიხუანის მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას ითხოვს. გირჩის პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში და არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ქართულ ოცნებაში კი აზრთა სხვადასხვაობაა.

ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტმა ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოახერხა, თუმცა ოპოზიციას არც მე-9 მოწვევის პარლამენტის იმედი აქვს. ამ შემთხვევაში კი, 2017 წელს გირჩი არა ნაძვის ხით, არამედ მარიხუანის ბუჩქით შეხვდება.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში, თავისუფლების აღკეთის გაუქმებას ითხოვს. ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია კი უმრავლესობას მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის კოდექსში ასახოს.

ავტორი ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები