01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
ახალი მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე თბილისში

ახალი მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე თბილისში. რამდენიმე დღეში, განსხვავებული ჟანრების სმენელისთვის და არტისტებისთვის SPACEHALL გაიხსნება. სტუმრებს ახალ სივრცეში უკვე 19 ნოემბრიდან ელოდებიან.

SPACEHALL Bassiani-ის ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მსმენელს საერთაშორისო დონის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს.

დარბაზი წერეთლის 2 ნომერში, Dinamo Arena-ს ქვეშ, კლუბ Bassiani-ს გვერდით მდებარეობს.

აქვე დაიდებს ბინას ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME, რომლის პირველი ლაივი ახალ სივრცეში 4 დეკემბერს გაიმართება და თანამედროვე ელექტრო პოპის ახალ სახეს, დუო EASTER-ს წარუდგენს მსმენელს.

უკვე 14 დეკემბერს კი მსმენელი MUZAME-ს ფარგლებში ლეგენდარული შვედური ჯგუფის, დრიმპოპ კოლექტივის, The Radio Dept-ის ლაივზე დასწრებას შეძლებს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები