01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკის მცირე ნაწილი გაწმენდილია - სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ვარძიის ღვთისშობლის მიძინების ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშოები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერა.
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კედლის დაზიანებული მხატვრობის აღდგენითი სამუშაოები თვის ბოლომდე გაგარძელდება, გაზაფხულიდან კი უკვე კონსერვაცია დაიწყება. ქართველ რესტავრატორებთან ერთად ვარძიაში ბრიტანელი სპეციალისტიც მუშაობს. ისინი იმედოვნებენ, რომ ფრესკები საბოლოოდ ხანძრამდელ სახეს მიიღებს. საპატიარქო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის უნიკალურ ძეგლზე ერთობლივად იზრუნებენ.

დღის ამბები