01 ოქტომბერი 2024,   13:33
ვრცლად
ინტენსიური თოვის გამო გუდაური -კობის გზაზე ზვავსაშიშროებაა

ინტენსიური თოვის გამო გუდაური -კობის გზაზე ზვავსაშიშროება შეიქმნა. გზების დეპარტამენტის განცხადებით, მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობას ვერ შეძლებენ მანქანები ვერც კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე.

ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა ბათუმი-ახალციხის გზის 106-კმ123-ე კილომეტრზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აიკრძალა.

სხვაგან მანქანები გადაადგილდებიან შეუფერხებლად.

დღის ამბები