01 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
წიგნის ილუსტრაციის და წიგნის ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

საბავშვო წიგნის ილუსტრაციის და წიგნის ხელოვნების მესამე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს თბილისში.

ექსპოჯორჯიაში საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა გამოცემები გამოფენა-გაყიდვის ფორმატში წარმოადგენენ. მოქმედებს საფესტივალო ფასდაკლება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში იმართება ასევე ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენა. ფესტივალში საქართველოსთან ერთად ჩართულნი არიან ბულგარეთის, იტალიის და უკრაინის წარმომადგენლები.

დღის ამბები