01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
დაზარალებული მეანაბრეები​ და აქცია "ტერაბანკთან"

ტერაბანკის დაზარალებულმა მეანაბრეებმა სათაო ოფისთან აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, ბანკმა მაისურაძეების ოჯახის კუთვნილი ანაბარი თაღლითური სქემით მიითვისა. მეანაბრეების თქმით, მას შემდეგ, რაც მათ ფაქტის შესახებ პროკურატურას აცნობეს, ბანკის დიდუბის ფილიალის მმართველი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები თანამდებობრივი პასუხისმგებლობის გარდა, თანხის სრულად დაბრუნებას ითხოვენ.

ბრლადებებს ტერა ბანკშიც უპასუხეს, სადაც დაზარალებულები ფილიალის ყოფილ მმართველთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები