01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვირუსული დაავადებების სეზონი დაიწყო - სპეციალისტები წელს ეპიდემიას არ ელოდებიან

ჰაერის ტემპერატურის დაცემასთან ერთად, საქართველოში ვირუსული დაავადებების სეზონი დაიწყო. თუმცა, ლაბორატორიულად გრიპის შემთხვევები, ამ დროისთვის არ დადასტურებულა და ეპიდემიას სპეციალისტები წელს საერთოდ არ ელოდებიან. თუმცა, პრევენციის მიზნით, ექიმები მოსახლეობას რჩევებით მიმართავენ.

ვირუსული დაავადებებით მიმართვიანობამ იმატა იაშვილის კლინიკაში. ივანე ჩხეიძე ამბობს, რომ სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს შორის, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გრიპის ეპიდემიურ გავრცელებას არ ელოდება, ის ურჩევს მშობლებს პრევენცია დროულად მოახდინონ.

დაავადებული პაციენტების რაოდენობამ იმატა ინფექციურ საავადმყოფოშიც. აქ მკურნალობის კურსს დიდების გარდა, მცირეწლოვანი ბავშვებიც გადიან.

გრიპის სეზონის დაწყების პერიოდად ოქტომბრის დასაწყისი ითვლება და ის 6 თვის განმავლობაში გრძედლდება. წინა წლისგან განსხვავებით, სპეციალისტები H1N1-ის ვირუსული დაავადების საფრთხეს ვერ ხედავენ. ვირუსული დაავადების პერიოდში სპეციალისტები ყველა საჭირო ჰიგიენური პირობების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები