01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
დიზაინერი ქეთევან საქარელი საახალწლოდ ახალი კოლექციის გამოშვებას გეგმავს

მოდერნისტული მხატვრობის მიხედვით შექმნილი საიუველირო ნაწარმი და სხვა ნამუშევრები. დიზაინერი ქეთევან საქარელი საახალწლოდ ახალი კოლექციის გამოშვებას გეგმავს. ქართული საიუველირო ბრენდი საზღვარგარეთ გასვლისთვის ემზადება. ახალგაზრდა დიზაინერის ინსპირაცია კი პეტრე ოცხელია.

ქეთევან საქარელის თანამედროვე დიზაინის სამკაულებს მინანქრისგან, უძველესი ტექნოლოგიით ამზადებს. ბრენდი თითქმის ერთი წელია არსებობს და უკვე რამდენიმე კოლექციას ითვლის.

ქეთევან საქარელის ახალი და განსხვავებული კოლექცია შეზღუდული რაოდენობით საახალწლოდ გამოვა და თბილისში რამდენიმე მაღაზიაში გაიყიდება.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები