01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრი "წუნა და წრუწუნას" პრემიერისთვის ემზადება

პირველი საბავშვო დადგმა დამოუკიდებელი საქართველოს საბალეტო ცხოვრებაში. წუნა და წრუწუნას ქორეოგრაფიული პროდუქცია პირველი გამოშვებისთვის ემზადება.

25, 26 და 27 ნოემბერს ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საბავშვო ბალეტის წუნა და წრუწუნას პრემიერა გაიმართება.

ბალეტის დადგმის იდეა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოპულარული და არა ერთი თაობისთვის საყვარელი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის, წუნა და წრუწუნას მიხედვით ბალეტის შექმნა ჩაიფიქრა, როგორც ერთგვარი კულტურული ხიდი, უფროსებსა და პატარებს შორის.

ავტორი: მაია ლომიძე 

დღის ამბები