01 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
ტერაქტის მზადებისთვის დაკავებული 7 პირიდან 2 სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული 7 პირიდან 2 გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლა. პატრულის ყოფილი თანამშრომელი ლევან მამფორია და ირაკლი ბაღიშვილი, ხუთ პირთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი თვის წინ დააკავა.

ლევან მამფორიას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ირაკლი ბაღიშვილს კი, დანაშაულის დაფარვა ჰქონდა წარდგენილი.

„ჩვენ ქვეყანას აქვს მომავალი, მაშინ როდესაც მას ყავს ისეთი მოსამართლე, როგორიც არის ბატონი ბადრი შონია. არანაირი ტერორისტული აქტი არ მზადდებოდა,“ - აღნიშნა ერთერთმა გათავისუფლებულმა ლევან მამფორიამ.

ტერორისტული აქტის მზადებას უარყოფს მეორე გათავისუფლებული, ირაკლი ბაღიშვილიც.

ლევან მამფორიას ადვოკატი სასამართლოს მიერ სწორი გადაწყვეტილების გამოტანაზე საუბრობს და ამბობს, მას დანაშაულთან რაიმე კავშირი არ აქვს.

დანარჩენ ხუთ ბრალდებულს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სომხეთ-რუსეთის გაზის ცენტრალური მილსადენის აფეთქება ჰქონდათ დაგეგმილი.

დღის ამბები