01 ოქტომბერი 2024,   13:42
ვრცლად
პარლამენტთან დღეს არასამთავრობოები საპროტესტო აქციას გამართავენ

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოსთან. აწარმოე რეალური პოლიტიკა - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოწოდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი 5 მიმართულებით მოითხოვენ პარლამენტის მუშაობის გააქტიურებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, გარემოს დაცვას, განათლების რეფორმის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.

დღის ამბები