01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
"აწარმოე რეალური პოლიტიკა" - არასამთავარობოები პარლამენტთან აქციას მართავენ

მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომისთვის ემზადება. პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოსთან.

აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის თეთრი ხმაურის, აუდიტორია 115-ის და ადამიანის უფლებათა და სწავლების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას, განათლების რეფორმის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას ითხოვენ.

აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით პარლამენტის შენობის შესასვლელთან არიან შეკრებილნი.

დღის ამბები