01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2000 ბავშვი დაშავდა და 61 გარდაიცვალა - დავით მესხიშვილი

ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ახალი პროექტი იწყება. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვების დაშავების სტატისტიკური მონაცემების ზრდის გამო, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია პრობლემის კვლევას აპირებს.

თბილისის მერიის დაკვეთით, ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს. იმუშავებს კანონმდებლობის გადახედვის და ასევე საგანმანათლებლო დონის გაზრდის მიმართულებითაც.

პროექტის მთავარი რეკომენდაციები ბავშვების ტრანსპორტით უსაფრთხო გადაყვანას, ქუჩაში უსაფრთხო გარემოს შექმნას, ასევე საგზაო მოძრაობის ნორმების დაცვაზე ცნობიერების ამაღლებას შეეხება.

საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, დღეს ჟურნალისტებს არსებული სტატისტიკა გააცნო და ამ მიმართულებით არ არსებული წესებსა და კანონმდებლობაზე ისაუბრა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშავდა 2000 მეტი ბავშვი და სამწუხაროდ, გარდაიცვალა 61. ეს მაჩვენებელი 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს,  რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება, როგორც მიმართულება, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.

დღის ამბები