01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
82 წლის ასაკში რეჟისორი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა

82 წლის ასაკში რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, გიზო ჟორდანია გარდაიცვალა.

გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია, დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

გიზო ჟორდანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში და ოპერის თეატრის განვითარებაში. გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით აბესალომ და ეთერი 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.

 

 

 

 

დღის ამბები