01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
დღეს საქართველოში მასწავლებელთა 21% საპენსიო ასაკისაა

საქართველოში მასწავლებლების ცოდნის დონე წლების განმავლობაში არ მატულობს. ამის შესახებ აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.

2013 წელს მასწავლებელთა 30%-მა შეძლო თავის საგანში კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა და შარშან 17%-ზე ჩამოვიდა. ანუ ამჟამად 6-დან მხოლოდ ერთ მასწავლებელზე შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მინიმალური კომპეტენცია გააჩნია.

აუდიტი ყურადღებას მასწავლებელთა ასაკზეც ამახვილებს და აჩვენებს, რომ 30 წლამდე მხოლოდ 7%-ია, 50 წლამდე  - 47% და ამდენივე 50-დან 95 წლამდე ასაკისაა.

„მასწავლებელთა 21% არის საპენსიო ასაკის და ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებელთა ფაქტობრივად ნახევარი იქნება უკვე ამ ასაკის. ამ მასწავლებლებს შესთავაზო საკვალიფიკაციო საგანში გამოცდა და ასევე პროფესიული განვითარების რამდენიმეწლიანი სქემა, ეს პირდაპირ რომ ვთქვათ ცალსახად მიუთითებს სამინისტროს არასწორ მიდგომაზე,“ -  აცხადებს განათლების საკითხების მკვლევარი, შალვა ტაბატაძე.   

დღის ამბები