01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
მოსკოვში მყოფი ილია მეორე დღეს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება

მოსკოვში მყოფი ილია მეორე დღეს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვას დაესწრება. 23 ნოემბერს, გიორგობაზე კი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირილეს შეხვდა. რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის. რუსული მედიის ინფრომაციით, შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს და რომ ეკლესიებმა ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. 

დღის ამბები