01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში 10 მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება," - დავით ნარმანია

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისში არსებული პარკინგის პრობლემების მოგვარების გზების შესახებ საუბრობს.

დავით ნარმანიას თქმით, მერია სითი პარკთან ხელშეკრულების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა ცენტრალურ ქუჩებში მრავალსართულიანი ავტოსადგომები აშენდება.

„უკვე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური დავალება, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში 10 მრავალსართულიანი პარკინგი აშენდება. როგორც კი დასრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცესი, გამოცხადდება დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება ხელს არ უშლის მრავალსართულიანი პარკინგები მშენებლობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები