01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან 70-იანი წლებში აშენებულ ისტორიულ სკოლას ანგრევენ

უკვე მეორე დღეა ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში საჯარო სკოლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც 70-იან წლებშია აშენებული.  

შენობის დანგრევას ადგილობრივი მოსახლეობა და არქიტექტორთა ნაწილი აპროტესტებს. მათი მტკიცებით, სკოლას ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის თავის დროზე დავით სარაჯიშვილმა ააგო.

ნგრევის მიზეზად განათლების სამინისტროში შენობისთვის კულტურული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის არ ქონას ასახელებენ.

სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლის დემონტაჟს აუქციონში გამარჯვებული პირი ატარებს.

 

დღის ამბები