01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ე.წ. შტორმული ქარი ქუთაისში და სახურავის გარეშე დარჩენილი 5 სართულიანი კორპუსი 

ძლიერმა ქარმა ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. სტიქიის შედეგად 30 ოჯახი დაზარალდა. განსაკუთრებით კი შენობასთან მდგარი ავტომობილის მეპატრონე, რომელსაც ძლიერი ქარის გამო სახურავიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა დაეცა. დაზიანებული სახურავიდან მელიქიშვილის ქუჩაზე საშენი მასალა ამ დრომდე ცვივა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები სტიქიის დროს დაზიანებული სახურავის აღსადგენად დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვენ.

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ადგილობრივ მინიციპალიტეტში. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა, თუმცა შედარებით მსუბუქად.

ქუთაისის მსგავსად, ე.წ. შტორმული ქარი სინოპტიკოსების თქმით ზემო იმერეთში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ღამით კი თბილისში თოვლს ელოდებიან.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი, თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები