01 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე მოზარდი, რომელიც სავარაუდოდ ბულინგის მსხვერპლი გახდა

1999 წელს ცერებლარული დამბლის დიაგნოზით დაბადებული ბიჭი, რომელიც სკოლაში თანატოლების მხრიდან შესაძლო ბულინგის მსხვერპლი გახდა - თანდაყოლილმა დაავადებამ გავლენა მოზარდის გონებრივ განვითარებაზეც იქონია. ის ინკლუზიური განათლების პროგრამაშია ჩართული და თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის საჯარო სკოლაში სპეციალურ საგანმანათლებლო კურსს გადის.

მოზარდი ამბობს, რომ მისმა ორმა თანაკლასელმა მისი ჩაგვრა დაიწყო. მისვე თქმით, თანაკლასელი ბიჭები მისი დაშინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით არ კმაყოფილდებოდნენ და რიგ შემთხვევებში ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მოზარდი სკოლაში სიარულისგან უკვე თავს იკავებს.

ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ, სკოლის დირექციისგან დედამ მიიღო დაპირება, რომ მის შვილს სკოლაში პრობლემები აღარ შეექმნებოდა, თუმცა გასული სასწავლო წლის ბოლოს ირმა შიხიაშვილს სკოლაში პატრულის გამოძახებაც მოუხდა.

მოზარდის თანაკლასელები და მათი მშობლები, ბავშზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფენ. მოზარდისა და მისი დედის მონათხრობს არ ადასტურებს არც სკოლის დირექტორი.

ბიჭის დედა სკოლასთან სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. მან დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს უკვე მიმართა.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები