01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს

სოციალური პრობლემების წინაშე მყოფი სოფელ გეზრულში მცხოვრები ოჯახი - იზოლდა ასანიძის 36 წლის შვილი უნარშეზღუდულია, 3 წლის წინ გაჭირვების მიუხედავად, დედა-შვილს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ბესიკი საწოლს მიჯაჭვულია და სახლიდან თითქმის ვერასდროს გადის, დედას კი სახსრების პრობლემების გამო, მისი ხელში აყვანა არ შეუძლია. ბესიკს ელექტროეტლი ჭირდება.

ოჯახს, სოციალური დასმარება 108 ლარი ჰქონდა, ახლა კი ოჯახი მხოლოდ ბესიკის 180 ლარიანი პენსიის იმედზეა. დედა-შვილს იმედი აქვს, რომ სოციალური სააგენტო მათ ამბავს გადაამოწმებს და შემწეობას ისევ დაუნიშნავს.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები