01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში, რომელმაც რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სხვადსხვა ინტერპრეტირება გამოიწვია

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება. მანამდე კი, ერთი კვირით ადრე, საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში იმყოფებოდა.

მოსკოვში პატრიარქს ის მიტროპოლიტები ახლდნენ თან, ვინც ერთი კვირის წინ ნატო-სა და ევროკავშირში იყვნენ,  მათ შორის იყო მიტროპოლიტი იოანე, რომელიც პრორუსების აქციებში ღიად მონაწილეობდა.

საქართველოს საპატრიარქო საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, ამიტომაც მისი ყოველი ქმედება მხოლოდ რელიგიურ ასპექტში არ განიხილება.  რუსეთის ოკუპაციის პირობებში დღევანდელმა თბილმა შეხვედრამ დანიილის მონასტერში უკვე სხვადასხვა ინტერპრეტირება გამოიწვია რუსულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში.

ერთი რამ ცხადია, ქართულ და რუსულ ეკლესიებს, სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ურთიერთობაც გაცილებით უკეთესი აქვთ.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები