01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
"მძევლები" - მხატვრული ფილმი, რომელსაც საფუძვლად "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორია უდევს

მძევლები - თვითმფრინავის ბიჭების, 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, რეზო გიგინეიშვილმა მხატვრული კინო გადაიღო. სცენარის თანაავტორი რეჟისორთან ერთად მწერალი ლაშა ბუღაძეა. ფილმი ნამდვილი ამბის ზუსტი ასლი და რეკონსტრუქცია არ არის, პერსონაჟებიც სხვა სახელებით არიან, თუმცა 2 წლის განმავლობაში ფილმის შემქმნელები ხვდებოდნენ რეალური ამბის მონაწილეებს, ცდილობდნენ მათი თვალით შეეხედათ უკვე ისტორიად ქცეული მოვლენებისთვის. ფილმში ქართული კინოს ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობს. 

თანამედროვე ქართულ კინოში თავისი მასშტაბით ეს ფილმი უპრეცედენტოა.  გადაიღეს მასიური სცენები ქართული ჯარის მონაწილეობით, გამოიყენეს მაღალი კომპიუტერული ტექნოლოგიები, შეძენილ იქნა თვითმფრინავი ტუ-134, კიდევ ერთი თვითმფრინავი რუსეთში მოიძებნა და სპეციალურად ქუთაისის აეროდრომზე ექსტერიერის გადასაღებად ჩამოაფრინეს.

ქართველი მაყურებელი სურათს სავარაუდოდ მომავალ წელს იხილავს.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები