01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
დედაოების ნახელავი - დედა სიდონიას აღდგენილი ძველი ქართული ნაქარგობის ტექნოლოგია ახალ სიცოცხლეს იძენს

დედაოების ნახელავი - დედა სიდონიას აღდგენილი ძველი ქართული ნაქარგობის ტექნოლოგია ახალ სიცოცხლეს იძენს. ქსოვილებზე მძივებს დედებთან ერთად, რამდენიმე მოსწავლე ქარგავს.

ფოთლები, ვაზი, ბროწეული ნაქარგობა ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ორნამენტებიდან გაჩნდა. მათი სამოსზე დატანის სურვილი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს დედა სიდონიასთან მონაზვნის ნამუშევრების თვალიერებისას გაუჩნდა.

ნამუშევრების პირველი შემფასებელი, შემთხვევით, საქართველოს პირველი ლედი გახდა.

კოლექციის წარდგენა კოსტუმების ხასიათიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ძველი თაობის მოდელებმა უნდა აჩვენონ.

დათუნა სულიკაშვილი და დედა სიდონია მომავალ კოლაბორაციაზე უკვე ფიქრობენ.

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები