01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში თოვლს ელოდებიან 

კვლავ ძლიერ ქარს ელოდებიან დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები. თოვლია მოსალოდენელი დღეს თბილისში.

მოთოვს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც, ტემპერატურა კი რამდენიმე გრადუსით დაეცემა. ასეთი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და დროგამოშვებით ძალიან ძლიერიც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 10-დან 14 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მაქსიმალური ტემპერატურა 0-დან +5 გრადუსამდეა ნავარაუდევი. ზოგიერთ რაიონში მოთოვს.

"თბილისშიც მოსალოდნელია უფრო მეტად თოვლჭყაპი და ხვალ უმეტესად თოვლის სახით იქნება ნალექი,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.

დღის ამბები