01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა დატოვა. ცნობილია, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს სახელზე კანცელარიაში დარეგისტრირდა. 

"თვითონ მქონდა დაგეგემილი, ახალი წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა. ახალი წელი, შესაბამისად ბიუჯეტი იგეგმება და ახალმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს, როგორც საჭიროდ თვლის. ახალი სისხლი ჭირდება ტელევიზიას. ფაქტიურად დანგრეული ტელევიზია ფეხზე დავაყენეთ, ისე რომ საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს. შეთავაზება მაქვს, მაგრამ ვისგან და როგორ ამას ვერ ვიტყვი, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ. პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ," - აცხადებს ბარათაშვილი. 

ბარათაშვილი პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. 

გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია თანამდებობაზე 10 დღის ვადაში კონკურსი გამოაცხადოს. 

დღის ამბები