01 ოქტომბერი 2024,   13:33
ვრცლად
საბავშვო ევროვიზიაზე ქართველმა გაიმარჯვა

"საბავშვო ევროვიზია 2016" საქართველომ მოიგო. რიგით მე-14 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა. ქართველმა შემსრულებელმა საკონკურსო სიმღერით მზეო 239 ქულა მოიპოვა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით.

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. სიმღერის კონკურსში სულ 17 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. გრანდიოზული სანახაობა მალტის დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკური უკვე მესამედ მოიგო. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ ბზიკებს ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი ქენდი გახდა.

დღის ამბები