01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
"მაქვს სურვილი" - კოკა ყანდიაშვილმა შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის იბრძოლოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე რამდენიმე საათია გენერალური დირექტორის გარეშეა დარჩენილი. როგორც გიორგი ბარათაშვილი ამბობს, მან განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ თავად დაწერა და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად კონკურსი 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს. არ არის გამორიცხულ, რომ თანამდებობის დასაკავებლად კოკა ყანდიაშვილმა იბრძოლოს. 

კურიერი ინფორმაციის გადამოწმებლად ყანდიაშვილს დაუკავშირდა, სადაც მან განმარტა, რომ კონკურსის პირობებს გაეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს. 

"მე არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას. საერთოდ მაქვს სურვილი. უნდა გავიგო ბორდს რა უნდა ახალი დირექტორისგან, თუ ეს არ იცი, აბა რაზე იღებ გადაწყვეტილებას. მე დიდი სიამოვნებით შევხვდები ბორდს, მაგრამ მათ შეუძლიათ საერთოდ არ გამართონ კონსულტაციები არავისთან," - აცხადებს ყანდიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები