01 ოქტომბერი 2024,   13:33
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

გიორგი ბარათაშვილის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაამტკიცა და ცნობად მიიღო. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი გენერალური დირექტორის გარეშეა დარჩენილი. 

სამეურვეო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსის დროს ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისთვის მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის თანამდებობას იკავებს. 

სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაცხადოს კონკურსი ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად. 

გიორგი ბარათაშვილი უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს, ბორდის სახელზე მან განცხადება დღეს დილით შეიტანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები